Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » დამდნარი ღამე...
11:44 AM
დამდნარი ღამე...

დამდნარი ღამე შერეოდა აპრილის ლანდებს
და მარტის ბოლო ამოსუნთქვას სული ხდებოდა,
წვიმა არხევდა მათრობელა ვარდისფერ ვარდებს
და აპრილობის მოციქულებს კოცნით ხვდებოდა.
ვარ ისევ მარტო...თუმც არა...ვართ მე და ღამე,
კვლავ მე და ღამე ჩვენს "ნეტას” ვახვევთ ოცნების მანდილს,
ფანტაზიები იტაცებენ მტირალა წამებს
და ეულეთის აგონიას სონატა აწვიმს.
მეწყვილე უნდოდ იფერფლება, ნათევი თეთრად,
ცისფერ ლაგუნას ცრემლით უვსებს გალუმპულ კალთებს
და ამ ნაღვლიან ღამეს მაინც ვიქნებით ერთად
თუნდაც ოცნებით... დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მერე კი წვიმა გამიყოლებს აპრილის კვალში,
რადგან თვით მარტმაც ბოლო სუნთქვა ცრემლით მოხატა,
ვიქნებით მარტო მე და ღამე... და იქნებ მაშინ
შევიგრძნო წვიმის მოწყენილი "მთვარის სონატა”...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1286 | დაამატა: admin | ტეგები: დამდნარი ღამე... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.