Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » თუ არ გიყვარვარ...
11:41 AM
თუ არ გიყვარვარ...

თუ არ გიყვარვარ, შენ ნუ მეტყვი, თავად მივხვდები,
ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა,
ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს
და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან.
გემუდარები ჩემს საფლავზე დარგე ტირიფი,
თავჩაქინდრული, დარდიანი, ტოტებგაშლილი
და მაშინ მაინც მიუალერსე,
როდესაც ტანში გაუჯდება ფოთოლივით მწვანე აპრილი...
არ დაგავიწყდეს იაც მიყვარს, იასამანიც,
იორდები, ვარდები და ქრიზანთემები,
სხას ნუ ენდობი, ყვავილების ვიცი რომ გესმის,
მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები.
როდესაც ხელში მოგაწვდიან ღვინის ფიალას
და შენ კი ცრემლი მოგადგება ლამაზ თვალებზე,
უხმოდ დალიე, ნურვის ეტყვი შენს მწუხარებას,
სხვის დასანახად ნუ მიტირებ, ჩემს თავს გაფიცებ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | ტეგები: თუ არ გიყვარვარ... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.