გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...ბიჭს
რომ გოგო ავიწყდება,გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,ცრემლს ღიმილი
ენატრება,ღიმილი კი ბიჭთან რჩება.ვერ გაიგებ სად რა ხდება...ბიჭი
სხვაზე გაგიჟდება,ის სხვა უცებ მიატოვებს,მასზე გულიც არ
დასწყდება.გოგოს ფიქრთა კორიანტელს ბიჭის სახე ელანდება,დაღამდება,
გათენდება,მის გარეშე ჩუმად დნება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
770
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე,როცა
ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი,უფრო იოლად გადავიტან ჩემს
სიმარტოვეს,თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.და თუ ოდესმე
მოწოლილი სევდა განვდევნე,არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,ქარიან
ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
715
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე
ეამაყება,ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.ზოგი ტრაბახობს,
თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.ყველას
თავისი გასართობი მოუგონია.ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,მე
კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია,ბედნიერება უმაღლესი
გამოვიცანი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
815
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ
იცოდე,დრო ახლა ჩვენი მოყვარეა, განა მტერია,ლამაზ სიყვარულს
დაემონა ჩვენი სიცოცხლედა მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.არ
ვნაღვლობ, ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს,გამრიყოს დროის
მსვლელობისგან რაგინდ დროებით,სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს
სამყაროს,იმ მზერით, შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
750
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
ფიქრობ, ყოველი უკვე რომ გაქვს გადაწყვეტილი; ბედი ერთია, ცხოვრება-სხვა, სიკვდილიც არის; როცა მთავრდება პოეზია, დასვი წერტილი, დახურე შენი ცხოვრების კარი. უსასრულობა არის გრძნობა ძალიან დიდი,
|
სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,მოტყუებულმა
ქმრებმაც სწორედ ასე იციან,მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,თუმცაღა
ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.ზოგი თვალები ორგულობის ამბავს
ყვებიან,მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,შენს გამოხედვას
სიძულვილი არ შეხებია,მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
755
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-18
|
|
ვისაც ძალა აქვს ავი
იქმნას, მაგრამ ავს არ იქმს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და
პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი
და ცდუნებათა
შემოტევაც გადაიტანოს,
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია
მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის
კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
757
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-18
|
| |