Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 18 » სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას..
8:48 PM
სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას..

სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.

ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.

შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება;
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.

აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 709 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.