მოჩვენებითი ლაღი ღიმილი,მოჩვენებითი
წვიმა,მოჩვენებითი გულის ტირილიდა შენში ძველებურად ცივა...დაშლილი
ფიქრთა კრებული,დაშლილი ოცნების გროვა,დაშლილი სივრცის ჰაერი...და
მარტოობაც მოვა.გაფრენილ დღეთა ხალისი,გაფრენილ წამთა რწმენა,გაფრენილ
პეპელას ემსგავსაპატარა გულის თმენა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
737
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
ალეწილ მინდვრებს,ყვავილთა ფერში,მზე
ჩაუკოცნის მომწვანო თვალებს,ქარი მოსტაცებს ხეს ლამაზ ფოთოლს,გულში
ჩაიკრავს,თავს ანაცვალებს.გაფრენილ წუთებს მისდევს წამზომიდა
ფიქრებს შენზე დარდი აწვალებს.იქნებ მირჩიო რა ვუყო წამებს,დროისგან
დაფლეთილს,შენგან ნაწამებს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
708
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
ერთადერთი რამ მაკავშირებს შენთან -
ოცნება,და მიხარია რადგან ვერვინ წამართმევს ამას.ერთი რამ მეტად
გიხდებოდა შენ, გაოცება,შენს სახელს კიდევ ამჩნევია და ესეც კმარა.მხოლოდ
ოცნებით შემიძლია ვიყო შენს გვერდით,ვიმხიარულო და ვიცინო მეც შენთან
ერთად.მე ძლიერი ვარ, რადგან ვიცი ვერ შემელევი,ვიცი გიყვარვარ
ისევ ძლიერ და იმაზე მეტად.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
733
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
სამი გოგონა მიტყლაპუნობდა წვიმაში ...როგორც
ჩანდა არც ერთი ერიდებოდა წვიმას , გალუმპულები მიაბიჯებდნენ სადღაც...ერთ
გოგონას თვალებში გაურკვევლობა , სიყვარული და ცრემლები იგრძნობოდა ...მეორე
გოგონა თვალებით ვიღაცას ეძებდა ,ხოლო მესამე გოგონა რომლის თვალებშიც
იგრზნობოდა დიდი სიყვარული , ბუურუსი და და გაურკვეევლობა ეძებდა ვიღაცას ,
მაგრამ ის არსად ჩანდა ..პირველი გოგონა გაუჩინარდა ხალხში , გოგონას
ამღვრეულ მომწვანო თვალებში ძნელი გასარჩევი იყო ცრემლები ჰქონდა სახეზე თუ
წვიმის წვეთები .... ორი გოგონა აღმართძე გაყინულები ელოდებიდნენ
თავის მეგობარს ,მაგრამ მეგობარი არსად ჩანდა ...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1351
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,ჩემში
უამრავი სახე ისარკება.ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,როცა
ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალიმთვარე და სიბნელე გადაიკარგება.მე
არ შემიძლია ავარიდო მზერაწარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,ანდა
იმნაირებს, ანდა იმათგანებს,ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერაუჩინმაჩინივით
სადღაც მიაქანებს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
675
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
შენ თქვი: აქ ერთფერია. მე
გითხარი: მოდი, გავაფერადოთ. ჩვენ _ავჭრელდით. ამ სიჭრელემ თვალი
მოსჭრა ჩემიანებს, შენიანებს და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში
ხედავდა. შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული. მე გითხარი:
ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად. ვერ დავუდექით საკუთარ
თავს მაშინ თავდებად. ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ, როცა იგი
თავად არ გვქონდა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
773
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
|
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში
და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა
გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი...
კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
757
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-05-22
|
| |