Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია,
ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს,
ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია,
შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.

მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს,
მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად,
შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-15 | კომენტარი (0)


შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით,

როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა,
როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებით
ზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.

როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა,
როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა,
მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმა
შენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 958 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-15 | კომენტარი (0)


სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,

სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს.

ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,

საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1079 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-15 | კომენტარი (0)



დრო დოლაბივით ყველაფერს არ ფქვავს,

სიცოცხლე მაინც ხელიდან მიგვდის,

ეს შემოდგომა არ ნიშნავს ზამთარს,

ეს გარინდება არ ნიშნავს სიკვდილს...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 813 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-15 | კომენტარი (0)



მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა 
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 879 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-13 | კომენტარი (0)



ადამიანი ვარ...რთული და მარტივი...
სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს,
ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით,
ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 970 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-13 | კომენტარი (0)




მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული,
სად არის განძი გადანახული.
ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი,
წარმავალისგან გამონარჩევი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 835 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-13 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 140 141 142 143 144 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.