Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას
8:44 PM
ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას


ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას, მაგრამ ავს არ იქმს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი
და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,

მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.

ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი,
თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,
მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,
ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.

და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული,
დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 708 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.