7:49 PM უსასრულობა | |
ფიქრობ, ყოველი უკვე რომ გაქვს გადაწყვეტილი; ბედი ერთია, ცხოვრება-სხვა, სიკვდილიც არის; როცა მთავრდება პოეზია, დასვი წერტილი, დახურე შენი ცხოვრების კარი. უსასრულობა არის გრძნობა ძალიან დიდი, იგი მოიცავს სიცოცხლეებს, ფერად სიკვდილებს... შენ შენს ცხოვრებას, ღრუბლის კიბით, თეთრ მთებზე თვლიდი... მადლობა ყველას, ვინაც შენთვის ჩუმად იტირებს. თუმცა ცრემლები უკუვაგდოთ, ფიქრი სჯობია, სჯობდა სიმღერა, გულის გულში გადაწყვეტილი... ცხოვრება, არაპოეტური, ეს-ჭაობია... როცა მთავრდება პოეზია, დასვი წერტილი.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |