2:18 PM - კიდევ გიყვარვარ? - | |
- კიდევ გიყვარვარ? - მეკითხები უკვე მეორედ... - მიყვარხარ, დიახ, უფრო მეტად, ისევ, ძლიერად... მაგრამ ამას გთხოვ, რომ მაგ სიტყვას ნუ იმეორებ, ცუდი სიტყვაა, როგორც "დარდი", როგორც "იარა"... - ო, მაპატიე, ვერც დღეს, ვერც ხვალ ვეღარ შევხვდებით... სულ საქმეები, პრობლემები... თავადაც გესმის... - მესმის, ძვირფასო, როგორ არა, მშვენივრად ვხვდები... არც პირველია ამ ჩემს გულზე სამსალა გესლის... სულ ამას ვწერდი: რომ ცხოვრება სცენაა, ფარსი... ჰოდა, ჩამთავრდა ალბათ ჩვენი სპექტაკლიც... ფარდა... მაგრამ ო, როგორ არ მინდოდა ფინალი მსგავსი, ო, ღმერთო ჩემო, მე კი მაინც როგორ მიყვარდა... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |