Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 21 » ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები
5:17 PM
ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები

ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები,
რძისფერი თვლიდან გაბუტული სიცხადე ჟონავს...
მე მოვალ შენთან...ნასეტყვარი და დავმშვიდდები!..
მოვალ,ვით სველი ფოთოლცვენა და შემოდგომა!!!

კრულვის ღამეა!..ვბორიალობ ათითხნილ ფიქრში,.
რამდენი დღეა მოვდიოდი და ვერ მოვედი.
სასოწარკვეთავ,გამატარე,ხელი გამიშვი!!!
და მომაცილე ამაზრზენი სიმარტოეთი...

ისევ გავქვავდი,როგორც ძეგლი უორგანიზმო,
ისევ ჩამესმის საკუთარი თავის ნგრევის ხმა.
ისევ უარი?-მაპატიეთ,როგორ გავიგო?..
გონი ამემღვრა,გადამეწვა და გამეთიშა!..

კრულვის ღამეა!..არის თქეში ყალბი დუმილის...
არის სიცივე შორიახლო და ნელი ოხვრა!..
უნაყოფოა,აფსურდია ყველა სურვილი,
ვით სიცოცხლეში ღიმისა და ცრემლის არყოფნა!!!

ავბორიალდი საკუთარი თავის გარშემო!..
ნასეტყვარი ვარ,არეული...და ვერ ვმშვიდდები!!!
დღეებო,იქნებ გასასვლელი კარი მაჩვენოთ!!!!
დღეებო,მტკივა ოცნებათა პანაშვიდები!..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 743 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.