Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ჰაერობანა
8:49 PM
ჰაერობანა

-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 811 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.