Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ღმერთო მაპატიე ...
9:24 AM
ღმერთო მაპატიე ...

ღმერთო მაპატიე .. მე ბევრი შევცოდე
ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას,
ღმერთო მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი
მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.

ღმერთო მაპატიე ბევრმა მიღალატა
და მეც ვუღალატე სანაცვლოდ
ღმერთო მაპატიე ყოველი სიმდაბლე
მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!

ვიცი შენ მოწმე ხარ იმ შეცდომების
ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...
და გთხოვ მაპატიე ,რომ ასე ამაყად
შენგან პატიებას მოველი...

ღმერთო მაპატიე ყოველი სიცრუე,
სიცრუის მსხვერპლი ვარ მე თვითონ...
ახლა შენს წინაშე სიმართლით წარვსდექი
ამიტომაც მჯერა - შემინდობ!

ისიც მაპატიე გონებით ვცხოვრობდი...
არასდროს ვუსმენდი გულს!
რომ მთელი ცხოვრება სიძლიერე მსურდა
დღეს კი პატიება მსურს...

ღმერტო მაპატიე ვისაც კი ვუყვარდი,
მე ვერ დავუფასე მათ,
და მაპატიე რომ დღეს ეს ჩემი თხოვნა
ბოლო აღსარებას გავს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1112 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.