Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 15 » გადამარჩინე...
7:53 PM
გადამარჩინე...

გადამარჩინე...
წამიყვანე შენთან, სადმე შორს...
თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,
ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,
გადამარჩინე...
თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...

გადამარჩინე...
წამიყვანე...
უფსკრულთან ვდგავარ,
მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,
გადამარჩინე,თორემ ქარის მოტაცებული,
ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.

გადამარჩინე თუ გიყვარვარ,
თუ გინდა ჩემთან,
მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,
თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,
და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...

გადამარჩინე...
მე ამ მტვერმა მონად მაქცია,
და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 760 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.