Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ
5:43 PM
დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ

დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ,
თურმე კომაა და თქვეს რომ აბსანსია,
ჩემკენ - თითო ჭიქა, მათკენ - ბარბეკიუ,
მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია
მხოლოდ, როგორც უნდათ ისე დაითვალონ,
ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით,
უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი,
ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი.
თითქოს უსაზღვროა, თითქოს დიდი არის,
მაგრამ დედამიწა მაინც ბარაკია,
კარგი, თუ ძმები ხართ, რაის იდეალი,
ზოგჯერ მგონია, რომ ტბორის ბაყაყი ვარ.
წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე,
ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი,
ღმერთო, ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ
ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე,
თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი,
ცენტრში გოდოლია, ირგვლივ - ბალაგანი,
და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს,
და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი -
მეტი - მე არ ვიცი, მეტი - მე არ მინდა,
მხოლოდ შენ ერთი ხარ, ღმერთო, გამამთელე
ორად გახლეჩილი, ისევ მიამიტად
მინდა - უმნიშვნელო ვიყო, ბაგატელი,
მეტი არაფერი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 811 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.