5:35 PM დღე დგება უტყვი და უჩვევი......... | |
დღე დგება უტყვი და უჩვევი, მეწამულ ბილიკზე ვდგები, - ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე, გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები. თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით... ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი. ყველას სიყვარულში გიტყდებით, გლოცავთ და მიშრება ყელი, - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი! გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, - ავუვსოთ ერთმანეთს გულები, სიყრმის და სიცოცხლის რწმენით! ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით. სიტყვა გამოვნახოთ თბილი, - ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს! ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები, შევუწყოთ ერთმანეთს ხმები... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |