Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » დედის მონატრება
11:01 AM
დედის მონატრება

შენი ფიქრებში წასული თვალები და
შენი ფერმკრთალი ღაწვები მომენატრა,
შენი საკერებლიანი კაბა ფასტამალის
გადახუნებული ფერები მომენატრა!

ნეტავი ერთხელაც კიდევ გაგაცოცხლა
ლოგინში მკვნესარე დედა მომენატრა,
რარიგად მოგივლიდი, გაგიფრთხილდებოდი
შენი წამლისთვის რბენა მომენატრა!

ერთხელამც გათქმევინა:"დახამლულო"
შენი გაბრაზებაც ძლიერ მომენატრა,
შაბათს რომ მოვდიოდი ისე აგარ ვიზამ
ყოველდღე შენთან ყოფნა მომენატრა!

გულიან სიტყვას აღარავინ მეუბნება
მართალი ლაპარაკი ძალიან მომენატრა,
თუ ვინმე მეფერება, რაღაცას გამომელის
ნაღდი გულშემატკივარი მომენატრა!

ჩემი საწუხარი არავის არ აწუხებს
ნაღდი ტანამგრძნობი მომენატრა,
შენი დედური სიყვარული მტკივა
შენი ალალი გული მომენატრა!

დედის ტკბილ კალთას ვერაფერი შეცვლის
მერომ ასე ძალიან მომენატრა,
აღარავინ მეგულება გულით გამკითხავი
შენი დედური გული მომენატრა!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1958 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.