Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » ანაბეჭდებს.
5:37 PM
ანაბეჭდებს.
 

დაწყება არის ყოველთვის ძნელი,
თორემ ცხოვრება სხვის მოსაგონად,
ერთხელ გაირბენს ყოფიერების
შავ-თეთრ ეკრანზე მოძრავ სტრიქონად.
განცხადებები იქნება ბევრი,
აზრთა სხვაობაც მუდამ იქნება,
ზოგს მოვიწონებთ,გულში ჩავისვამთ,
ზოგი კი ნაცრად გარდაიქმნება.
რამოდენიმე თუ შემორჩება
მეხსიერების მთავარ მუზეუმს,
გაირბენს,ოღონდ აღარ გაქრება,
გამოანათებს არქივს უმზეურს.
გარდაცვალების მაუწყებელნი,
როცა მომხსნიან სიცოცხლის ბეჭედს,
შემოგიტოვებთ ხსოვნის ეკრანზე
განვლილ ცხოვრების თბილ ანაბეჭდებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 674 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.