Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 31

ლამპიონებს არ დავაცლი ნათებას,
პირქუშ ღამეს მსუბუქ ნათელს შევმატებ.
მე არ ვუცდი სულის ცეცხლის დანთებას,
ნაკვერჩხალითაც მივაღწევ ზეცამდე.

თეთრი ღამე ჩემს არსებას ითვისებს,
ბნელი ღამე ცდილობს სული წამართვას,
მთვარეს ვხედავ და მივდივარ იმისკენ
მთვარის მეტი მე არავინ არა მყავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 948 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


პატარა პეპელა დაფრინავს მარტო,

მას არ ეშინია და ფრთებს შლის ფართოდ,
აზრზე არ არის,რა ელოდება,
ჩვენ კი ვიცით,რომ მალე მოკვდება...

ალბათ,პეპელაც იგრძნობს რაღაცას
და იმ რაღაცას ერქმევა შიში,
მან ხომ არ იცის,თუ რა მოხდება
აი,ჩვენ-ხალხმა კი უკვე ვიცით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1179 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


მე მეხებიან შენი ხელები!....

შენი ხელები გრძნობენ ჩემს სახეს,
არ მიყვარს როცა სხვას ეფერები,
ვხვდები,ისინი გიგებენ მახეს!.

შენი ხელები მუდამ თბილია
და მე მაჟრჟოლებს,როცა მეხები,
თუ ეს შეგრძნება ასე ტკბილია,
რა დაშავდება ერთი შეხებით?

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1209 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (1)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1011 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (2)


არავინ მოდის და ვატყობ, რომ

ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.


და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


არ შემიძლია და მე ავად ვარ,

ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს,  -
იგი საუფლო წიაღით მოფრენს:
გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმეს
და კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 720 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


მოდი, თუ მოხვალ, ოღონდ კი მოდი,
მარტით, აპრილით, გინდა მაისით,
რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,
წყალზე ტყდება და მთებში გაისმის.

თოვლივით მოდი, ან მოდი წვიმად,
გამანდე გზები ციდან მიწამდე,
მე ხომ ბეთლემში დიდი ხნის წინად
ციდან მოსული კაცის ვიწამე.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


მინდოდა, მაგრამ, წესი წესია,
სახე ჩამეფლო საწოლში ქვიშის,
... და გამოვყევი გრძელ პროცესიას
როგორც ტუსაღი ჯაჭვიან მწკრივში.

ქარში ეკიდა ჩამქრალი ჭაღი,
თუ ქანაობდა უენო ზარი,
მივწვდი სახელურს, დავქაჩე აღვირს,
... წესი წესია...
და დავემგზავრე.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


ბაგეს ადნება ბადაგი -
ფანტელი ნაზი, მთოვარი
ძველ კედელს შენი ფარდაგი
ბებიის ნამზითოვარი.
დნობა ფანტელის ბედია,
გადაწყვეტილი განგებით,
გავლილზე უფრო მეტია,
გასავლელზე კი ნაკლები.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 686 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


თუმცა წამსვლელი იყო რჩეული,
წავიდა, იქცა ნაფეხურებად,
დავხუჭავ თვალს და თვალს მოჩვეული
მომავლის ჩრდილი წამეხურება.

ვზი ფიქრის ჭაში, ჭიდან ამომსვლელს
არც ალტერ ეგო, არც მე არ ვგავართ,
მერამდენეჯერ ვიცვლი სამოსელს,
მაგრამ რატომღაც ისევ აქა ვარ.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 703 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


ამძუვნებული ქალის კისკისი
ადევნებული მემთვრალის ხარხარს,
შედედებული სიბნელე ღამის,
შენ აქვე იყავ, ახლა კი არ ხარ.

გადღაბნილია მოლბერტი სარკმლის,
ხვალ სააღდგომო იწყება მარხვა,
დავხუჭავ თვალს და გიხსენებ ისევ,
შენ აქვე იყავ და ახლა არ ხარ.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)


მე მზად ვარ თავის დასავიწყებლად,
ჩემი უარი მკაფიოდ ხისტი...
ამისთვის ღმერთი არ გამიწყრება,
რომ თავზე უფრო ვარსებობ სხვისთვის.


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-07-31 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.