7:19 PM ციცინათელა | |
ლამპიონებს არ დავაცლი ნათებას, პირქუშ ღამეს მსუბუქ ნათელს შევმატებ. მე არ ვუცდი სულის ცეცხლის დანთებას, ნაკვერჩხალითაც მივაღწევ ზეცამდე. თეთრი ღამე ჩემს არსებას ითვისებს, ბნელი ღამე ცდილობს სული წამართვას, მთვარეს ვხედავ და მივდივარ იმისკენ მთვარის მეტი მე არავინ არა მყავს. ჩემი სახლი სიჩუმეში ცივია, ეს სიჩუმეც აღარ ამბობს არაფერს, რაც ჩემს სულში სისუფთავის სხივია, ღამეს ვაძლევ,თუ არ მივცემ-წამართმევს. გავანათებ,თუნდაც ბოლო წუთამდე, ჩავიწვები ფანჯარასთან სანთელად, სწორედ ამ დროს ჩამესმება მთვარის ხმა: -მარტო რად ფრენ,ჩემო ციცინათთელა?!
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |