Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » ფარდაგი
2:26 PM
ფარდაგი
ბაგეს ადნება ბადაგი -
ფანტელი ნაზი, მთოვარი
ძველ კედელს შენი ფარდაგი
ბებიის ნამზითოვარი.
დნობა ფანტელის ბედია,
გადაწყვეტილი განგებით,
გავლილზე უფრო მეტია,
გასავლელზე კი ნაკლები.
გაირბენს წელი რამდენი
უწრფეს გრძნობებზე ქილიკით,
ჩაივლის პიერ კარდენიც
პოდიუმების ბილიკით.
შერჩება კედელს ფარდაგის
ფანტელი ნაზი, მთოვარი,
ცრემლით ნაგრძნობი ამაგი
ბებიის ნამზითოვარი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 687 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.