Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » ქარიანი ღამე
7:09 PM
ქარიანი ღამე
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები

და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,

რათა მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,

როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე

და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,

სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,

რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ვიყო ყველგან,როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში

და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე,

არა სიკვდილი,

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.

გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას

და ისევ სიშორეზე ტირის როიალი...


მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც,

თვით ჩემი ლექსი - სისხლის რვეული.

პოეზიაში ვარ უ დ ი დ ე ს ი,

და ცხოვრებაში გზადაბნეული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 838 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.