Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » ღამის ხმები
2:20 PM
ღამის ხმები
ამძუვნებული ქალის კისკისი
ადევნებული მემთვრალის ხარხარს,
შედედებული სიბნელე ღამის,
შენ აქვე იყავ, ახლა კი არ ხარ.

გადღაბნილია მოლბერტი სარკმლის,
ხვალ სააღდგომო იწყება მარხვა,
დავხუჭავ თვალს და გიხსენებ ისევ,
შენ აქვე იყავ და ახლა არ ხარ.

ზოგი შემორჩა ჩაბჟუტულ ხსოვნას,
არ გაჰყოლია ცრემლების ღვარღვარს,
სინათლის წვეთი სიბნელის გულში,
შენ აქვე იყავ, ახლა კი არ ხარ.

ხელის გულებში ჩარგული თავი
და ჩემს სისუსტეს დავცინი მწარედ,
ვერ გაგიხსენე, როგორიც იყავ
და მიმგვანებულს ვჯერდები პწკარედს.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 761 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.