როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
,მკლავს უნდობლობა შენი ფარული, რით დაგარწმუნო არ მკოპნის ძლა რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ, არ დავზოგავდი შენთვის ათასებს, შემოგწირავდი ოქროს და ქარვას
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1088
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
|
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
921
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
|
სადა ხარ როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი- ფიქრები,ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან- როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ,როცა ღმერთიც შორია.. მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა ფიქრს რამოდენა ფერფლი ქონია!..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
819
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
|
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
919
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
|
ხანდახან ისე ძლიერ მიყვარხარ , რომ მეშინია არ მიმატოვო. მაგრამ ზოგჯერ კი ძალიან მინდა, შორს რომ წახვიდე მარტო დამტოვო
შენა ხარ ჩემი წმინდა ტრფიალი , გულის აისი,სულის ციალი. ცა მოცმენდილი,მუდამ მზიანი, და ჩემი ბილიკი ვარდნი იანი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
897
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
|
ა. ამბავს ავწერ ადრინდელსა,
აღმკულების აღმკობასა,
ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა,
ბედისაგან ბირებასა,
გ. გულთ ძგერასა გიშრისაგან,
გლონისაგან გოდებასა;
დ. დროიანათ დაწერასა
დიდსა დავწერ დიდობასა!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
864
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-07-21
|
| |