Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » შენი ხელები
7:14 PM
შენი ხელები
მე მეხებიან შენი ხელები!....
შენი ხელები გრძნობენ ჩემს სახეს,
არ მიყვარს როცა სხვას ეფერები,
ვხვდები,ისინი გიგებენ მახეს!.

შენი ხელები მუდამ თბილია
და მე მაჟრჟოლებს,როცა მეხები,
თუ ეს შეგრძნება ასე ტკბილია,
რა დაშავდება ერთი შეხებით?

როცა სიცივე ძვალში გაატანს,
შენი ხელები ამ,ბობენ სათქმელს...
როცა მე ველი ნაადრევ ზამთარს,
სულ შენს ხელებში ვპოულობ საშველს...

შენი ხელები სახეს ეხება,
ცდილობ, აღიქვა ის-რაც მე არ ვარ,
ო,რა ნაზია თითო შეხება,
ხანდახან ვფიქრობ-შენსავით ბრმა ვარ.

და თუ ვერ ვიგრძნობ მე შენს შეხებას,
მივხვდები,რომ გსურს,მაგრამ ვერ მშველი,
მაინც ვერ ავხსნი ამ შეფერხებას,
მინდა,რომ ვოგრძნო კვლავ შენი ხელი!...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1206 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.