Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ 
და სიყვარულის ამბებს ყვებიან 
მარტო დარჩენის ნუ გეშინია 
დაგიბრუნდები ჩემო ფერია 
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები 
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 884 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

ქალთა საერთაშორისო დრე ახლოვდება და აქტუალური ხდება ლექსები ქალებზე, მშვენიერ ქმნილებებზე რომელსაც ყველა მამაკაცი ეტრფის, მიუძღვენით თქვენს სათაყვანებელ ქალს ლექსები....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 3245 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

მოდით გიამბობთ სინამდვილეს 
ეს ვართ ქალები,
თავს შეგაყვარებთ
რადგან უხილავ ვარსკვლავებს ეტრფით
შტერი კაცები.
... თვალებს აგიმღვრევთ,
სულს გესესხებით,
ეშმაკს მივყიდით.
რადგან სრულებით არ გვენანებით.
ველზე გაგიწვევთ
პეპლის საჭერად,
და გადავარდნილს ვნების ქარცეცხლში
მახეს დაგიგებთ...
მხოლოდ საჩუქრად,
მხურვალ ხელებში
ცივ ცრემლს ჩაგიგდებთ,
ეს ვართ ქალები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 827 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

მე და მარტი 

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი, 
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი, 
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი, 
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი, 
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი, 
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი, 
მერცხალს ცაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი, 
ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი, 
......................................................  

მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!


სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ულამაზეს ლექსს მარტზე)))
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 3432 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

მინდა დავწერო რამე, 
მაგრამ გამიქრა მუზა, 
ფანქარი ხელში ავიღე, 
ირგვლივ ყველაფერი დუმდა...
მინდა დავწერო რამე, 
რაც რომ ანსხვავებს ყველას, 
არ მინდა ჩემი ფიქრი, 
გადმოვცე ლექსში მუზად...
მინდა დავწერო რამე, 
რაც რომ ეხება ყველას, 
მაგრამ არ მინდა სიტყვა, 
ლექსით რომ ვუთხრა ყველას...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 791 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

ცრემლით გაიჟღინთა შენი მონატრება,
გარეთ სიცივეა და აქაც საკმაოდ
ცივა და ტკივილსაც ვეღარ ვუმკლავდები,
ვხვდები, რომ ფიქრები ახლაა ამაო...

ჩვენს შორის ათასი, ათასი „გელი"- ა,
მანძილსაც სევდიან მეტრებად დავითვლი,
ახლა, ხომ ჩემს ლექსებს სულ სხვები ჰყვებიან,
შორს ხარ და ზღვის თავზე ვარსკვლავებს დარაჯობ...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 918 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-04 | კომენტარი (0)

ლამაზ თვალებზე ცრემლს რომ შეგამჩნევ,
უხმო ვედრებას ამოთქვამს გული..
სანთელს დაგინთებ:-"ღმერთო მიცოცხლე!"
შენს სალოცავად ვაქციე სული.. 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1232 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-03 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.