Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » როცა გეძახი
1:16 PM
როცა გეძახი
როცა გეძახი,როცა მინდიხარ, 
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ 
და გამოწვდილი მირჩება ხელი. 

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ, 
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ, 
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ 
და ჩემი წილი ალერსით გათრობს. 

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ, 
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები, 
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ 
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები. 

როცა ვივსები,როცა ვარ შენი, 
როცა გნებდები,როცა მინდიხარ, 
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.