მეფობს ჩემში შენი სახის ლანდი, დავიფერფლე,სანთლის წვეთად დავდნი, განრისხებულ ზეცის არწივს ვგავდი, გეძახდი და გვერდით არა მყავდი.
|
ეხლა ფიქობ ვიცი, ფიქრობ დარდობ ძალიან მეც მაგ ფიქრისგან ვერ ვიძინებ შუაღამეა, წვიმს და იწყება დიდი სოფლის მწვანე მინდვრები თავდავიწყებით რომ იცოდე როგორ მინდები
|
მე არ ვაკვირდები ლექსების რითმას, მე ვაკვირდები სიტყვებს წმინდას მე არ მაოცებს ის გრძნობა წმინდა რომელსაც ეხლა „მიყვარხარ" ქვია.
|
ო, სიყვარული რარიგ ნაზია სიცოცხლის ბოლოს, სიბერის ზღურბლზე, გამოსათხოვარ შუქით ანთია დაისის მზე და აწითლებს ღრუბლებს.
|
ძალიან, ძალიან, ძალიან წვიმს ძალიან, ძალიან, ძალიან თოვს ძალიან, ძალიან, ძალიან მწყინს შენ არა სხვა ვიღაც სიყვარულს მთხოვს
|
გახსოვს უფალო , ჩემი სახლი?(ჩემი კერია) სულ ,სულ პირველად, რომ მოხვედი ჩემი ფანჯრიდან. მე გრძნობებს ვხევდი (არასოდეს გამიკერია) ეს მაშინ იყო , როცა სხივი წამწამს აჭრიდა-
|
ნუ გამაღვიძებ... ჯერ ბოლომდე აცალე ფრენა ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ, აფრენილ სიტყვებს, გათენებამდე ო რამდენი სიზმარი რჩება - სადაც სიჩუმე შემოდგომის ტკივილებს იტევს...
| « 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 262 263 » |