შევხედავ ცას, ვიხსენებ დროს.. არა თურმე გადაუღებლად თოვს, სახეზე გეცემა თეთრი ფიფქები, სულ უფრო მაღლა მიდის ფიქრები.. ფიქრი თუ ოცნება? მაგასაც ვერ ვხვდები... ვეტყვი მიყვარხარ როცა შევხვდები..
|
შენ ისტორიის მოწილადე გახდი დღეიდან, ჩემი ლექსების ადრესატი შემრჩი შენ ერთი. უბის წიგნაკში ამ სიტყვებსაც მჯერა შეიტან, გახსოვს? ჩვენ წმინდა მოწამეთა გზასთან შევერთდით.
|
მითხრეს- შვრებიო მეტისმეტს, თან გადაყევი როგორ!? რომ ვღარ ამჩნევ სხვას-მის მეტს, უხ ეგ გრძნეული გოგო !!!
|
შენ არასოდეს არ დაბერდები, არ დაგიბერავს სიო ასაკთა. გადავუფურცლე დღიურს გვერდები, გასულ წლებში რომ კაცად გამზარდა.
|
გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული.
|
საათი სიჩუმეს არღვევს, ღამეა... მარტოა სახლში, გული რას გაუძლებს ამდენს, გულია პატარა ბავშვი!
|
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით.
| « 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 262 263 » |