1:34 PM გახსოვს უფალო? | |
გახსოვს უფალო , ჩემი სახლი?(ჩემი კერია) სულ ,სულ პირველად, რომ მოხვედი ჩემი ფანჯრიდან. მე გრძნობებს ვხევდი (არასოდეს გამიკერია) ეს მაშინ იყო , როცა სხივი წამწამს აჭრიდა- მოხუც ტირიფებს...აღარ მინდა დღეები ვკვეთო, ყველა საღამო გახდებოდა ისეთი შავი, რომ შენ ნათელი , აღარ ჩანდი საერთოდ ღმერთო. და ვერ ვხედავდი ჩემს ქუჩაზე ავლილს და ჩავლილს. გახსოვს უფალო, ჩემი სახლი ? (ჩემი კერია) ხანდახან მარტო ვიყავი და მიცქერდა ზეცა. მე მოგატყუე, ეს ფრთები არ შემიკერია, სხვა პოეტისგან ნათხოვარი იყო და მეცვა. ჩვენ ვსაუბრობდით , ვსაუბრობდით ყოველთვის სახლზე. შენ სულ ცოტახნით იყავი და გაგვყარა მარტმა. რა მეშველება? დავდივარ და უაზროდ ვამხელ- ჩემს თავს , რომელიც უსახლოდ და უკაროდ დარჩა... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |