მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად, რომ ჩამისუნთქო, მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით ჩუმად ვინახავ, მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ, ცაში ვიქნები, და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი, ხომ დამინახავ… მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად, რომ წამიკითხო, მერე დადუმდე… დაგადუმებს დროის დაკარგვა, მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო, რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვა…
|
თქვენზე ოცნება მომძალებია, მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. რომ მახარებენ, ეს ფიქრებია და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
|
ღრუბლებმა შთანთქა ცხოვრების ძალა, ფიქრი კი მიწნავს ნელნელ კალათს, რომელშიც ალბათ ჩავაწყობ კალას, ლაჟვარდი გაცვდა სივრცეში განა, არა წამები ფარებად დგანან.
|
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე!
|
მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული... მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად... თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა
გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით – ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...
|
ზამთარში ბეღურებს თუ დავაკვირდებით, დათოვლილ ტოტებზე სხედან და უცდიან...
| « 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 262 263 » |