0:07 AM ქალია გული | |
საათი სიჩუმეს არღვევს, ღამეა... მარტოა სახლში, გული რას გაუძლებს ამდენს, გულია პატარა ბავშვი! თითქოს და მოარტყეს მუშტი ცხვირ-პირში, ქომაგიც არ ჩანს, ბავშვია პატარა, სუსტი, ნაწყენი, ნატკენი დარჩა! ოთახში სილურჯე სრული, საწოლზე ძვირფასი ფარჩა, ქალი წევს... ნატკენი გულით ფიქრობს ყველაფერი მორჩა! მორჩა და გაჩერდა ყელთან... საათი თავის რიტმს არ ცვლის, აქუჩებს სიჩუმეს ერთად, მერე კი წიკ-წიკად მარცვლის... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |