Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » მითხრეს
10:01 AM
მითხრეს
მითხრეს- შვრებიო მეტისმეტს,
თან გადაყევი როგორ!?
რომ ვღარ ამჩნევ სხვას-მის მეტს,
უხ ეგ გრძნეული გოგო !!!

მსგავსი ცვლილება შენი
არასდროს შეგვინიშნავს,
უკვე ამბობენ წყენით
-”სალმის არ გვაძლევს ნიშანს”.

აღარც სუფრასთან ილხენ,
უბანში არ ჭრი ბანქოს,
დარდსაც არავის გვიმხელ,
აღარც კადრულობ ნაქონს.

დილიდან სადღაც გაქრები
დაბორიალობ ღამე,
მოდი არ გინდა ზღაპრები,
ფაიზაღი თქვი რამე.
………………………
ძმებო ამ ციცქნა ქალმა
სულ ამირია გონი,
რამის დამფერფლოს ალმა,
გრძნობის იზრდება "ფსონი”.

"ეჭვი მაქვს”-მითხრა ღამით
აბაგუნებულ გულმა,
-”მგონი ამ გოგს სახით
შეგვიპყრო სიყვარულმა” !!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 722 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.