Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მოდით ნახეთ ჩვენთან ბაღში,
"ფლიზ" "ლავ" "ნაიც" "სორი"
გასძახიან დიდ_ პატარა,
თუ არ ამბობ შენ ხარ ღორი.
ისე შენგან განსხვავებით,
მე კი ვძღები სამშობლოთი,
ცოტაც ანბანშიც ჩახედე,
იქნებ რა არს " გან"ი "დონ"ი.
ადრე იყო თურმე ბაღში,
"კაროჩე" და " სტრანი" "როჟა,"
გაბრაზდე და რა გამოვა,
ამ ხალხს ქვია სიტყვის მონა.
აიკობმა დედაენა,
სულხან-საბამ "სიტყვის კონა,"
დაგვიტოვა კიდევ ბევრმა,
რომ არ ვიყოთ მარტო ცოდვა.
დღევანდელი რეალობა,
ჩვენს ანბანშიც ჩარეულა,
დამიგროვდა შეკიტხვები,
პასუხი უნდა იყოს სწორად,
განა სავალდებულოა???
გახდე obama ან вова
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1007 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)

 
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 995 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)



ის იტყოდა, რომ შენ მზე ხარ და სითბოს ასხივებ!
მე ვიტყოდი, რომ შენი ენერგიის ფართე ველი ძლიერ მიზიდავს.
ის დაგარქმევდა აპოლონ-ფებოსს, დაფნით შემოსილს.
მე დაგარქმევდი ჩვენი დროის ატიპიურ უცხო მოვლენას.
ის ფრთოსან ამბორს გამოგზავნილს ჰაეროვნებით მოგიძღვნიდა
და ოცნებებით შემოგეკვროდა...
მე წარმოსახულს ან ღიმილით გადავხედავდი,
ანდა სიმართლის გაფიქრება, მიწის შავ-თეთრი სინამდვილით 
და ნაასფალტარ ზედაპირზე დგომის სიცივე გამახევებდა
და შემზარავდა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 840 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1273 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 923 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1040 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 259 260 261 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.