Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » მაჩუქეთ ...
7:22 PM
მაჩუქეთ ...

გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 916 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.