Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28 » გამო(მ)იცანი
12:07 PM
გამო(მ)იცანი

შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 802 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.