Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას
ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა
- მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
- შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 968 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


"ხო და,რას ვიძახდი,მომენატრე მეთქი?"...
უკვე რა ხანია ასე ძლიერ გნატრობ...
განა შენ გაკადრე მხოლოდ სტროფი ერთი?!
მთელი პოემები მოგიძღვენი,კარგო...
ბნელ ღამეს ვათევდი,თვალი ვერ მოვხუჭე,
შენზე ოცნებების ქვეყანას ვესტუმრე...
ღამის გუშაგებად იქ ისხდნენ მუზები,
კალმის მოწოდებით მხვდებოდნენ ულევნი...
იქვე იღვრებოდა პატარა სანთელი,
წვეთებით დაწერა მან შენი სახელი,
კალამთან ეძინა დაღლილ ფურცლის ნაგლეჯს,
სადაც გავიხედე,ყველგან შენი სახე...
სხვა გზაც აღარ მქონდა თითქოს მე იმ წუთას,
ყველა ჩურჩულებდა: ნახე, როგორ უყვარს...
იმ ფურცლის ნაგლეჯზე სტროფი წავაჯღაბნე,
ამით სიყვარულიც თითქოს გავაღრმავე...
თითქოს, ეხლა წამიც უშენოდ ტანჯვაა
და თითქოს ცხოვრება ამან გაამძაფრა.
თითქოს უშენობა მე სასჯელად მექცა,
თითქოს სიყვარულის ეხლა მართლა მჯერა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ჩუმი მუსიკა - თითქმის მელოდრამა...
უაზრო სიცოცხლე - თითქმის გარდაცვალება...
მზისფერი მთვარე - თითქმის ფანტაზია...

თეთრ კუბოზე საათი წიკწიკებს.
ეს არსება მარტოა და ტირის
ცხოვრებაში მხოლოდ ცრემლებს ითვლის,
მას სიყვარული არ არ შეუძლია
სიკვდილ-სიცოცხლის ფერები არეული აქვს...
თვითონ მარტოობაა,მაგრამ ეს მარტოობამ არ იცის,
თვითონ სიყვარულია,მაგრამ ეს სიყვარულმაც არ იცის,
როცა გაიგებენ,მაშინ უკვე გვიან იქნება
დროის სივრცეში საათის ისრები დაიკარგება...
სამწუხაროდ გარდაიცვალა,ეხლა უკვე გვიანაა:
ცოტა მოფერება,ცოტა ჩახუტება,
ცოტა დაფასება,ცოტა თანადგომა,
ცოტა სიყვარული,სულ ცოტა სიყვარული...
რა მოუვიდა? - თავი მოიკლა...სამწუხაროა,
უკვე გვიანაა:ბევრი დამწუხრება,
ბევრი ტირილი,ბევრი კივილი,ბევრი შეწუხება
თეთრი კუბო, შავ მიწაში იმარხება...
ჩუმი მუსიკა - უკვე მელოდრამა...
უაზრო ცხოვრება - უკვე გარდაცვალება...
მზისფერი მთვარე - უკვე რეალობა...
თეთრ კუბოზე საათი გაჩერდა..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ჩამოშლილ თმაზე გაბნეული
თეთრი გვირილა.
ოცნებით სავსე იდუმალი
ბავშური მზერა.
ხელის გულებით განდობილი
გრძნობა და ვნება,
მთვარის სხივებით დამალული
გულების სევდა.
ჩუმი ჩურჩული და სულში კი
ყვირილი ეთხმად,
დიდი ტყუილიც და სიმართლეც
ორივე ერთად.
დიდი სევდაც და სიხარულიც
გრძნობაც და ვნებაც.
მე ამ ყველაფრით გიხსენებ
შენ და
რასაც დაგპირდი მე შევასრულე
-აღარ მიყვარხარ ეხლა !!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 988 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,
მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,
მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით
და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.
ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,
რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის
წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს
და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.
მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,
ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,
ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა
და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.
ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,
მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,
სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის
და სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატანო ქარს?
ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია და
როგორ გავატანო სხვას?
შენი სიყვარულით გამთბარიროგორ
მივეკედლო სხვას?
მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორ
დავუჯერო სხვას?
ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?
ვერ გაგატან ქარს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 806 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ღესაც ძველებურად გამებუტე
ალბათ,
შენ მე უნდა გამაგიჟო
უსაშველოდ ვიტანჯები
აბა
სხვა ვინ უნდა დამამშვიდოს...


რისთვის და რატომ ვერ გაგიგია
რომ სიცოცხლისთვის შემიყვარდი
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ
რომ მაპატიო ჩემი ხათრით

რა ვქნა ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები
რა ვქნა პირველ რიგში ქალი მქვია
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 257 258 259 260 261 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.