Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 983 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვუშველო მასწავლეთ რამე.
სიყვარულს მორცხვად ვაჩუქე ნდობა,
(ალბათ, დავუშვი ბოლო შეცდომა).
ვერ გავექეცი გრძნობათა მფარველს,
რომ მოვკვდე ჩემს ლექსს ვინ დაამთავრებს?
არადა, არც მსურს სიცოცხლე სესხით,
(თუ გულით მინდობ, ქვასაც ნუ მესვრით)
დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვილოცო, მასწავლეთ რამე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 947 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მახრჩობს...
გულის ტკივილამდე გნატრობ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


ნაზი შეხება...სიყვარული აქ ცდება საზღვრებს
და ოცნებები მოუხმობენ ვარდისფერ ფანტელს
სუნთქვა ეკვრებათ ვნების ზღვაში ჩაძირულ ბავშვებს
ვეღარ ხვდებიან დასასრული აღარ აქვს ამ დღეს...
ფიქრი რთულდება მოლოდინი ოცნებას ტანჯავს
თუ ღრმად შეტოპავ ვეღარ გამოხვალ გრძნობები ღრმაა
ხუჭუჭა თმები მაგ ლამაზ მკერდზე ივსება გრძნობით
შენი თვალები ნარკოტიკსაც უკარგავს ძალას
მისი ხელები გოგოს სხეულს ეხება ნაზად
ტუჩები ტუჩებს შეეხება სითბო იღვრება
უმნიშვნელოა ყოველი დღე ამ ლამაზ წამთან
სანთელი ქრება ოცნებები აქ კარგავს თავსაც...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 835 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას,
რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა
შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ,
მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის
დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ
გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა...

შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება...
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება...
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება,

და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება...
შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1054 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


იანვარი – სიყვარულის ნიაღვარი…
თებერვალი – დიდ გრძნობათა გენერალი…
მარტი – ვითომ დემოკრატი…
აპრილი -  ოცნებათა კაპრიზი…
მაისი –  არ ადარდებს, რა იცი…
ივნისი – ჰმ! დამანახე  სინდისი…
ივლისი – მომენატრა, ის ვიცი…
აგვისტო – გადარევა  დაიწყო…
სექტემბერი - ვერ ელევა ცხელ მზეს ბევრი…
ოქტომბერი -იცრიცება ბოლო ფერი…
ნოემბერი –  საკუთარ თავს მოერევი?!
დეკემბერი - არ წახვიდე, გეხვეწები…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 890 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 258 259 260 261 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.