Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!..."
......
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს....................."
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება.
მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ,
დე ცა არწიონ პალმის რტოებმა.
კაცს ზღვა იმედებს
ნუ დაუშრიტავ
განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო,
ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს
და უკვდავების დავეძებ წყაროს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 982 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო, ყელი და თხელი თეძო.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით

მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს

ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1594 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
- დღესაც აქ არის არ გაიგუდა .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 994 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 256 257 258 259 260 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.