Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 14 » მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს
12:33 PM
მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს

მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,
იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან...
შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,
მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.

თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,
შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.
მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი
ხან მღელვარე და ხან უდარდელი.

მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ,
მე კი თვალს ვახელ და მეზმანები.
შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ,
მე კი - უფსკრულში მივექანები.


შენ ყვავილების გიყვარს ტარება,
მე კი ფიალა ყელამდე სავსე...
რა საჭიროა სხვა შედარება?!
ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 935 | დაამატა: admin | ტეგები: მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.