Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო,
დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ,
შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს,
მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.

სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში,
ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი:
ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე,
გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 872 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-17 | კომენტარი (1)


არავის უთხრა სხვას.

ბოლო ფურცელზე მინაწერი
სხვა ყველა ფურცელს წვავს.
ეს სიყვარულის ფურცელია,
წყლის ანარეკლის სიციმციმე,
მთვარეს რომ დავეძებ ყველა გუბეში
ნეტავ შენს გარდა იცის ვინმემ?
ქარი მოგიტანს სუსხიან ზამთარს,
წაგართმევს ყველა სათუთ ოცნებას,
თოვლით დაფარულ გულს მოგიყინავს,
გაგიცამტვერებს ყველა ოცნებას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)


მორჩა!

დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში წვება შებინდება.
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება.
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1311 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)


სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 899 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)


უცხო გამვლელი

შენ
მგონიხარ ქუჩაში ზოგჯერ,
ქარვისფერი თმით,
სიარულით და სუსტი
მხრებით...
მოვარღვევ ქუჩას,
მდევარივით ფეხდაფეხ მოგდევ,
მაგრამ სულ
მალე
ჩემს ოცნებას ემსხვრევა ფრთები.
მაინც არ ვნანობ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 885 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)


მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი

რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა
ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს
და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა

შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა
და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით
თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა
ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 826 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)


მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ,

არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს,
და არ არსებობს გრძნობა, რომელიც
ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას.
მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია,
თბილი სიტყვებით არ გეფერებით,
და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით
შემეხებიან თქვენი ხელები.
მომწონს, როდესაც გინდათ მაჩვენოთ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-16 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 149 150 151 152 153 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.