Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » მე ასეთი ვარ
6:42 PM
მე ასეთი ვარ



მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.