11:56 PM გარსონ! ჩამომისხით | |
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი... ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს... გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც და მარტო დამტოვეთ... გარსონ! მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა... ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები! დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება! ვთვრები და ვთავდები... ვმთავრდები... და სადღაც ფანტავენ ოქროზე ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას... მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე! დღესაც რა საოცრად სევდისფრად ღამდება... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |