Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში..
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)

   
დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 3589 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (3)


სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი,
ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი...
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა
მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა.......

მივდიოდი მარტოდ_მარტო მომყვებოდა აჩრდილი,
მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი......!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,
ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


გარეთ წვიმს და ჩემს ფანჯარას
წვიმის წვეთი ეფერება,
შენზე ფიქრი გამიტაცებს
და ადვილად ვერ მელევა.
ოცნებებიც მომაკითხავს
გამაქროლებს ისევ სადღაც,
და წვიმის ხმა დამაბრუნებს
ჩემს ადგილას ისევ, დამთვრალს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


შიშველი ქალი ხელში მჭერია,

მე მის შიშიშვლე არ მინახია.
მე მარტო სახე დამინახია,
მასზე ლექსები დამიწერია;
და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა,
დაბლა ერთხელაც არ დაცემულა;
თუ ვინმე იტყვის: "სულ ტყუილია",
მეც ვუპასუხებ: "სულ მართალია
და ტრფობა ასე უფრო ტკბილია".
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 895 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)



სიტყვები გითხოვენ მუზად თავისად,
ეძებენ სულიდან კარს...
სიტყვები ცდილობენ დუმილის დანგრევას,
უმწეოდ იკლავენ თავს...
ის ორი სანთელი გუშინ რომ დაგინთე,
ნახევრად იწვავენ თავს...
ცრემლები წვეთებად გზააბნეულები,
ორივე მდუმარედ დგას...
და თუ ვერ მოხვედი ისევე ჩემამდე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-13 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 107 108 109 110 111 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.