იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც
არასდროს ახდება!.. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც
მართლა ნატვრა გახდება. იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს, ბალიშზე
მწუხრისას დადენილს. იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს, -ტრფობის
და ყრმობის დროს ჩადენილს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
980
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
შენს მონობაში ისე
გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი
სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ
მწადია.
შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ
ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი
არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
865
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
როგორც ტალღები
ასკდებიან სილიან ნაპირს, ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან, წუთებს
ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი
ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს, სიბერისაგან
ვერ შეიძლებს შემობრუნებას, შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს და
თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე
გამოხუნდება, ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად, მშვენიერებას
დაედება ჟამი ხუნდებად და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
935
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
.წამო რა,წვიმაში გავიაროთ,ქუჩას,
ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებსცრემლი ჩასდგომია ტროტუართანალბათ
ისიც წლებმა მიატოვეს.გუშინწვრილთვალება კაცუნებმაჩემი
საგანძური ამოთხარეს,ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარნესტს რომ
სიმშრალეთი ასაფლავებს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
801
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი
რისხვითანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,როგორ
ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,რაც რამ მისსავე ჩაქროლებას
დამშვენებია.როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებშიხმელეთი
როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებსდა შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე
დაგეშვით,სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
765
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
შავმა ნისლმა დანისლა მთები
დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი
ქარისა აქანებდა მთვარესა... "ნეტა ახლა სადა ხარ და რომელსა
მხარესა”.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
718
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
|
ვეღარ ვცნობილობ
მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია... ,,დიდი ხანია? -
მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!
შეხავსებია
კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ,,ამირანია?” -
მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
894
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-13
|
| |