Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » ღმერთო
6:06 PM
ღმერთო

აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,
ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 734 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.