Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,
შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი,
იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


მე რომ ავმღერდები შენი მონატრებით ავმგერდები,

შენი მონატრებით სულის წყვდიადებში ავენთები,
სიცოცხლეს ვფიცავ სიკვდილსა ვტირი
გულს ენატრები ლამაზი როთმით.

სიცოცხლე ობლად შენს მოსვლას ელის,
გული კი ობოლი ბავშვივით ტირის
გრძნობები წარსულში ჩამქრალი მიჰქრის,
ლამაზი გოგონა კი ხატის წინ ტირის
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)

ღმერთო შეგთხოვ გულით ამ გულს გულიანად გაუგო,
ალერსით და მოფერებით ტკივილები გაუქრო.
მაშინ ფერი ვარდის მათაც აღარ დაუბინდდებათ,
რადგან ქალი ლაზია და ნაზი მოვლა სჭირდება.

რადგან ქალი რთველია და ვნებით დაიკრიფება,
რადგან ქალი წყაროა და წვეთად დაიწრიტება,
შემოდგომის ფოთოლთცვენით ფერიც გაუყვითლდება,
მოეფერეთ სანამ ფერი ვარდისფერი იქნება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 881 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


ვიღაცამ მომიძღვნა ლამაზი ვარდები,
წუთით დამავიწყა პრობლემა, დარდები,
თუმცა სიყვარული იმ ვარდებს არ ახლდა,
რაღაც ქალური ჩემში კვლავ განახლდა.
მეჭირა ღიმილით ხასხასა ვარდები,
ეკალიც მჩხვლეტდა და სურნელიც მათრობდა


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1821 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები,
დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,
არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა,
იის სურნელი ჩემი კაბისა.

იქნებ გგონია რომ დავბრუნდები,
და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,
არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა,
იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 957 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


მე უთვალავჯერ მადინეს ცრემლი,
ბევრჯერ სიკვდილი მანატრებინეს,
რამდენჯერ მკერდით ღალატისაგან
ნატკენი გული მატარებინეს...
ალბათ,რაღაცა ჩემი ბრალია,
დეკემბრის სევდამ სულშიც დათოვა,
ჩემთან ვერავინ ვერ გაძლო დიდხანს,
ვინც წასვლა შეძლო,ყველამ დამტოვა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 851 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)


ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,

შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 803 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-15 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 106 107 108 109 110 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.