Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

წვიმის წვეთები
ქუჩის სახეზე ცრემლებად მოდის...
ცა დედამიწის თვალებს ემსაგავსა,
თვალებს,ცისფერ თვალებს,
ოღონდ ნამტირალევს... ასულისას,
სულზე მოუსწროო თითქოს საქართველოს
მუხლზე დაჩოქილს წამით
ცრემლით ანუგეშებს,ჭრილობებს უშუშებს.
გრუხუნით ჩამოსძახებს
ნუ შეშინდებიო დედაო ქართლის!...
შენი ტკივილია ასე რომ მატირებს
ქვეყანა წავლეკო ლამის...
გმირო ქართველებო!ერთიც გაიბრძოლეთ...
მე ნუღარ ამატირებთ
სამშობლო გააბრწყინეთ,ამინ!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 806 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)


თუ ავლიე სევდიანი აღმართი,
ქარი რძისფერ დარაბებს,რომ არხევს
თუ ღამდები სამუდამოდ დაღამდი;
მე ხომ ყველა განთიადი ვნახე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)


ალბად დაგკარგავ და ის დღე ჩემთვის
აუწერელი იქნება ენით...
ვიცხოვრებ შენთან შეხვედრის შიშით...
ეჭვით, წვალებით, ლოდინით, თმენით...


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 939 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)


მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,

რომ ჩამისუნთქო,
მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით
ჩუმად ვინახავ,
მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,
ცაში ვიქნები,
და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,
ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,
რომ წამიკითხო,
მერე დადუმდე…
დაგადუმებს დროის დაკარგვა,
მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,
რომ ერთხელ მაინც მოგენატროს
ჩემი დანახვა…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 917 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (2)


ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თავალებში შუქივით შეიჭერი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 910 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)

იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 803 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-18 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 105 106 107 108 109 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.