Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » ლამაზი ვარდები
6:19 PM
ლამაზი ვარდები

ვიღაცამ მომიძღვნა ლამაზი ვარდები,
წუთით დამავიწყა პრობლემა, დარდები,
თუმცა სიყვარული იმ ვარდებს არ ახლდა,
რაღაც ქალური ჩემში კვლავ განახლდა.
მეჭირა ღიმილით ხასხასა ვარდები,
ეკალიც მჩხვლეტდა და სურნელიც მათრობდა,
სულაც არ მიყვარდა ვარდების პატრონი,
მაგრამ ყურადღება სულს მაინც ათბობდა.
გთხოვ, ნუ დაინანებ ქალისთვის ყვავილებს,
თუნდაც სულ პატარა, ლურჯთვალა იას,
ქალი არასოდეს ივიწყებს მამაკაცს,
მისთვის ერთი ღერი ყვავილიც თუ მიაქვს...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1760 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.