7:43 PM Wvimis Shvili | |
ციდან წვიმის წვეთები ეშვებოდა… ის იდგა შეიშველი და უშვებდა წვიმას სხეულში… მუდამ ასე იყო. მაშინ როდესაც ყველას ეძინა ის წვიმაში იჯდა,უყურებდა გუბეებში არეკლილ მთვარეს და ფიქრობდა არაფერზე. ისვენებდა ყველასგან და ყველაფრისგან. ღამით არასდროს ეძინა. დილა უყვარდა,ღამეც და კიდევ წვიმა. დილის სუსხი და დანამული ბალახი უყვარდა, ღამე ფიქრი და ოცნება უყვარდა. წვიმის წვეთები უყვარდა რომლებიც ნელა,ნაზად ეფერებოდა თმებზე,მკედრზე,მთელს სხეულზე და დარდს უქარვებდა, ეცემოდა წვეთები ტუჩებზე და ღიმილს გვრიდა. გრძელი თმები ჰქონდა. ზღვა უყვარდა, ძალიან უყვარდა. მას საერთოდ წყალი უყვარდა. ერთადერთი რამ რაც სძულდა იყვნენ ადამიანები. ადამიანები რომლებიც მუდამ გულს ტკენდნენ. ბავშვებს ადამიანებად არ მიიჩენვდა. არც თავის თავს არ უწოდებდა ადამიანს. ის არც იყო ადამიანი, ის დედამიწაზე დაცემული გარიყული წვიმის წვეთი იყო რომელიც ადამიანად იქცა.სული კი ისევ წვეთად დარჩა. როგორი იყო მისი სხეული? მოშავო-მონაცრისფრო თმები, ბაცი ნაცრისფერი ტვალები, სუსტი წვრილი კანჭები, მოყავისფრო კანი, პატარა ცხვირი და ტუჩები. მისი ოთახი სახლის ყველაზე ბნელ,სირისტიან და ცივ მხარეს იყო. ოთახი პატარა სარკმლით რომლიდანაც მუდამ მთვარე მოჩანდა. იჯდა საათობით ამ სარკმელზე და პაემანი ჰქონდა მთვარესთან. ციდან კი წვიმის წვეთები ეშვებოდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |