11:28 AM waRweReBi :)) | |
მამაკაცი..?! - ღმერთია, მაგრამ ეს ღმერთი ყოველთვის ქალის ფეხებთან ზის! *** მე აგამაღლე იმ სიმაღლემდე ბოლოს მე თვითონ ვეღარ შემოგწვდი.. *** "საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები." *** გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ, მე არ მჯერა. უბრძანებ კიდევაც და მეტსაც უზამ: რასაც გინდა, იმას დააჯერებ, საითაც გინდა, იქეთ გადაჰქაჩავ. რა სიყვარულსაც შეაპარებ, იმას შეიწოვს. გულს ერთადერთი შეუძლია - მერე განანოს! *** ნუ გაუყვები ბილიკს...იარე იმ გზით,რომელიც გაკვალული არ არის და დატოვე მხოლოდ შენი კვალი... ! *** მინდა მტკიოდე ,ცოტათი...და არა როგორც ეხლა- უსაშველოდ, ... მინდა ვიფიქრო შენზე...გაგიხსენო...ხანდახან ...ხანდახან და არა როგორც ეხლა -ყოველ წუთს... მინდა მენატრებოდე-ოდნავ ... არა როგორც ეხლა-უღმერთოდ *** "ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს." *** სხვა შეგიყვარდება? შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები... *** მიყვარს როცა პატარა ბავშვებს ვეუბნები ”მაჩვენე როგორ მიყვარხარ”და ისინი მთელი ძალით გეხუტებიან *** ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს, იქ სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის. ეს ასე იყო...ასე არის...ასე იქნება...კაცს სიყვარული არასოდეს ეცოდინება.. *** წიგნში ჩანიშნული ლექსივით მოგწონდი, თუმცა ვერასოდეს ვერ დამიზეპირე... *** როცა სხვას ტყუილს აჯერებთ,ეს თქვენი კი არა, იმის ღირსებაა,რომ დაგიჯერათ... *** მე თუ გიჟი ვარ ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენ თავი ჭკვიანად იგრძნო *** სითბო რომ გინდოდეს ვიღაც უნდა გათბობდეს, რომ გათბობდეს უნდა უყვარდე, რომ უყვარდე–ღირსი უნდა იყო.. *** მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს, შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის *** მდაააა საიტზე ОДНОКЛАССНИКИ უკვე კარგა ხნის წინ უნდა დაედგათ მარმარილოს ძეგლი, წარწერით: ,, აქ განისვენებს უაზროდ ჩაკლული წუთები .. *** მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს, შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის *** მე არ მეშინია ერთი და იგივე შეცდომების დაშვების, არ მაქვს შიში იმ ტკივილის და გრძნობების თავიდან განცდისა... ერთი მინდა იცოდე: შემიძლია ყველანაირად მიყვარდე, მტკიოდე, მწამდე და გგრძნობდე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |